უკრაინის საზღვართან ბელარუსის 6-მდე ბატალიონია მობილიზებული – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ალექსანდრე მოტუზიანიკი აცხადებს, რომ უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე ბელარუსის 6-მდე ბატალიონია მობილიზებული.

მისივე თქმით, ბელარუსი უკრაინისა და პოლონეთის მოსაზღვრე ოლქებში საჰაერო დაზვერვის ჩატარებას ცდილობს.

„ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გარკვეული ქვედანაყოფები, 6-მდე ბატალიონი, ბელარუსი-უკრაინის საზღვრის მონაკვეთთან, ბრესტისა და გომელის ოლქებში არიან მობილიზებული და ცდილობენ საჰაერო დაზვერვის ჩატარებას უკრაინისა და პოლონეთის მოსაზღვრე ოლქებში“, – განაცხადა მოტუზიანიკმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ფიქრობს, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული რაკეტებით თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობა კვლავ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება
შემდეგი სტატიაყოფილი მოსამართლე ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, გაათავისუფლოს სასამართლო სისტემა კლანისგან