უკრაინის საზღვაო ძალების სარდალი ნეიჟპაპა – ყირიმის ხიდი წელს არ იარსებებს

– ,,ყირიმის ხიდი არსებობას წელს დაასრულებს”. განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურმა, ოლექსი ნეიჟპაპამ.

,,წელს ყირიმის ხიდი, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მთავარი ლოჯისტიკური ფილიალია, სავარაუდოდ განადგურდება.” ასეთი გამამხნევებელი განცხადება უკრაინის საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა ალექსეი ნეიჟპაპამ გააკეთა.

კითხვაზე, არის თუ არა ყირიმის ხიდი “გარდაცვლილი”, ნეიჟპაპამ ცალსახად უპასუხა: “დიახ”. მისივე მტკიცებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა იციან თუ როგორ გაანადგურონ შავ ზღვაში რუსეთის ფედერაციის ეს უკანონო სტრუქტურა.

“ვფიქრობ, დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი. წელს აუცილებლად”, – განაცხადა ვიცე-ადმირალმა. აღსანიშნავია, რომ ფართომასშტაბიანი ომის დროს უკრაინის სპეცსამსახურების ოპერაციების შედეგად ყირიმის ხიდმა ორჯერ მიიღო ძალიან სერიოზული დაზიანება. პირველად ხიდი ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე სატვირთო მანქანის დახმარებით ააფეთქეს. მეორედ, ობიექტს წარმატებით დაესხნენ თავს საზღვაო დრონები.

ყირიმის ხიდი არის რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიის მთავარი ლოგისტიკური არტერია სამხრეთ უკრაინაში. უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის მისი განადგურება პრიორიტეტული ამოცანაა, რადგან ხიდის გარეშე რუსები ნახევარკუნძულზე ჯარებისა და იარაღის გადატანას იმავე მოცულობით ვერ შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა – მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება გულწრფელი საქართველოს მოქალაქეებთან
შემდეგი სტატიაამერიკელმა ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა დაადასტურა, რომ მოსკოვში ჩავიდა ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად