უკრაინის სასაზღვრო სამსახურში მიიჩნევენ, რომ სასაზღვრო პუნქტ „შეგინის“ დანაღმვის შესახებ ცრუ შეტყობინება შესაძლოა სააკაშვილის მომხრეებმა განახორციელეს

უკრაინის სასაზღვრო სამსახურში მიიჩნევენ, რომ სასაზღვრო პუნქტ „შეგინის“ დანაღმვის შესახებ ცრუ შეტყობინება შესაძლოა სააკაშვილის მომხრეებმა განახორციელეს.ამის შესახებ Facebook-ზე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც 10 სექტემბერს მესაზღვრეებმა უკრაინის უშიშროების სამსახურისგან მიიღეს ინფორმაცია სასაზღვრო პუნქტ „შეგინის“ შესაძლო დანაღმვის შესახებ, მათ, „როგორც ეს კრიზისული სიტუაციების ლოკალიზების გეგმითაა გათვალისწინებული, ინფორმაცია სასაზღვრო პუნქტის შესაბამის სამსახურებს მიაწოდეს და ხალხის ევაკუაცია მოახდინეს“.
„თუ ვივარაუდებთ, რომ ზარი სააკაშვილის რომელიმე მომხრემ და პროვოკატორმა განახორციელა, ამის შედეგად გამშვები პუნქტის ტერიტორია მომავალი შტურმისთვის გათავისუფლდა. ასე იყო თუ არა, ყველაფერს სინამდვილეში, გამოძიება დაადგენს“, – წერს სლობოდიანი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გაბრიჩიძე – გიორგი ცინცაძემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა
შემდეგი სტატიახულოში, შავნაბადას მთაზე ისევ დაკვამლიანება შეინიშნება