უკრაინის სარდლობამ დაადასტურა ავდეევკის დასავლეთით დაბა ლასტოჩკინოს დატოვება

უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკან დაიხიეს ქალაქ ავდეევკის დასავლეთით მდებარე, დასახლებულ პუნქტ ლასტოჩკინოდან, – ამის შესახებ უკრაინულ მედიას ჯარების დაჯგუფება „ტავრიის“ სპიკერმა, ჯგუფის სპიკერმა დიმიტრი ლიხოვოიმ აცნობა.

უკრაინის სარდლობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის არმია ავიაციისა და არტილერიის დახმარებით მიმდინარე ინტენსიური იერიშების გამო, “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე.”

უკრაინულმა გამოცემებმა და სამხედრო ექსპერტებმა ლასტოჩკინოდან უკრაინის ჯარის უკანდახევის შესახებ ცნობა გაავრცელეს 24 თებერვალს, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული ფართომასშტაბიანი ომიდან ორი წელი შესრულდა.

banner
წინა სტატიაშიბუდანოვი: რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციას „მაიდანი 3“ ამზადებს
შემდეგი სტატიაგორდონი: რუსული სამხედრო თვითმფრინავი A-50 უკრაინულმა რაკეტებმა გაანადგურეს