უკრაინის სარჩელის მხარის არ დაჭერა დასტურია, საქართველო გახდა რუსეთის სატელიტი – კანდელაკი

“უკრაინის ჰააგის სასამართოში წარმატება პირველ რიგში ჩვენსა და ჩვენი დეოკუპაციის ინტერესშია. ამ მხარდაჭერის დოკუმენტთან არ შეერთება ადასტურებს, რომ საქართველო გადაქცეულია რუსეთის რბილ სატელიტად”. – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი საქართველოს მხრიდან ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის არსებული სარჩელის მხარის არ დაჭერას.

კანდელაკის თქმით, საქართველოს თავად აქვს ამ სასამართლოში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უნდა გამხდარიყო მომავალში მშვიდობიანი პოლიტიკური დეოკუპაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ “ჩვენივე სარჩელი საქართველოს მთავრობამ უკვე დიდი ხანია ფეხებზე დაიკიდა”.

“ახლა უკრაინის სარჩელისთვის მხარის არ დაჭერა პოლიტიკურ კონტექსტში ნიშნავს, რომ საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციის საკითხზე ხელი აქვს აღებული და გადაქცეულია რუსეთის სატელიტად”. – ამბობს გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის პრემიერმინისტრი გადადგა და მთავრობა დაშალა
შემდეგი სტატიაოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სიჯიუტესა და ტალახის სროლაში არ ჩამოუვარდება – პაატა ზაქარეიშვილი