უკრაინის სარაკეტო სისტემის ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფმა ხერსონის რეგიონში მტრის მანქანების კოლონა გაანადგურა

უკრაინის სარაკეტო სისტემის ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფმა ხერსონის რეგიონში მტრის მანქანების კოლონა გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ბრიგადის უფროსის ინფორმაციით განადგურებულია, მტრის ორი ტანკი, საბრძოლო მანქანა, ჯავშანმანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი.

მისი თქმით, მეორე გასროლის შემდეგ ტანკი აფეთქდა. რამდენიმე საათში უკრაინელმა სამხედროებმა გზაზე შენიშნეს მტრის მანქანების კოლონა – BMP-3 მოტორიზებული მსროლელებით ჯავშანტექნიკით, მის უკან – ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი.

პირველი გასროლით სამხედროებმა მტრის საბრძოლო მასალა ააფეთქეს. მეორე გასროლამ გაანადგურა ჯავშანტრანსპორტიორი და მტრის ტანკი.

ჭურვის აფეთქების შედეგად უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, მიხაილოვი და მისი პარტნიორი დაშავდნენ.

სერჟანტმა აღნიშნა, რომ მიხაილოვი და მისი პარტნიორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში კიევზე მასიური სარაკეტო იერიშით კვლავ იმუქრებიან
შემდეგი სტატიაკიევის ოლქში, ამ დრომდე 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს