უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პირველი საარჩევნო ოლქი უკვე გაიხსნა

რამდენიმე წუთის წინ, კიევის დროით 23.00 საათზე, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ავსტრალიაში პირველი საარჩევნო N 900001 ოლქი გაიხსნა – უკრაინული მედია წერს.
უცხოური საარჩევნო ოლქები დილის 08.00 საათზე იხსნება. უკრაინის მომავალ პრეზიდენტს ყველაზე პირველად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მცხოვრები უკრაინელები მისცემენ ხმას. არჩევნების პირველ ტურში ავსტრალიაში სულ 125 უკრაინელმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. მათგან 65 მიიღო პეტრე პოროშენკომ, 14 კი – ვლადიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის საელჩომ ავსტრალიაში უკვე მოუწოდა თანამოქალაქეებს არჩევნებზე გამოცხადდნენ.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას, 21 აპრილს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაზღვარი ფსოუზე – ისტორიული გაკვეთილი
შემდეგი სტატიაკლიმატის შესახებ პროტესტები ლონდონში: 700-მდე დაკავებულია