უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბრიტანეთის ლიდერებმა სტამბოლის მოლაპარაკების შედეგები დონალდ ტრამპთან განიხილეს

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ლიდერებმა სტამოლში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს.

როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, კიევი მზადაა „მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებისთვის“ ნამდვილი მშვიდობის მისაღწევად.

„ჩვენი პოზიციაა – თუ რუსები უარს ამბობენ სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე და მკვლელობებზე, მაშინ უნდა იყოს ძლიერი სანქციები. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ რუსეთი არ იქნება მზად ომის დასასრულებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშირუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ და განიხილეს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობაც
შემდეგი სტატიარუსეთის დელეგაციამ მოითხოვა, უკრაინამ თავისი ჯარები გაიყვანოს თავისივე ტერიტორიიდან – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან