უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი: ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთს დააამარცხებს

“პატრიარქი კირილე შავს თეთრად ასაღებს და თეთრს კი შავად. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ის კი ამბობს, რომ ეს ასე არაა. სიმართლეა ეს? ყველასთვის ცხადია, რომ ეს სიმართლე არაა. პატრიარქი კირილე სიყალბის გზას დაადგა და რასაც ის [ამ ომზე] ამბობს, ყველაფერი სიცრუეა. მაგრამ ჩვენ – ჩვენ სიმართლის გზით უნდა ვიაროთ, რადგან ღმერთია სიმართლეში. და სადაც ღმერთია, იქ გამარჯვებაცაა. ამიტომ ღრმად გვწამს, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთს დააამარცხებს. ღმერთი დავითთანაა და არა გოლიათისკენ! უკრაინა დღეს დავითია და მისი გამარჯვება დღეს არა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებაა, არამედ ესაა გამარჯვება მთელი ევროპისა და ყველა მშვიდობისმოყვარე ერისა”,-აცხადებს  რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი.

banner
წინა სტატიაშისენატორი ჯეიმს რიში – ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას
შემდეგი სტატიაბლოკირებული „აზოვსტალის“ თავშესაფრები შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ კვლავ დაკავებული იყოს