უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენადი ლაგუტამ ისაუბრა.

“მთავარი საომარი მოქმედებები ახლა დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის საზღვრებთან მიმდინარეობს. დნეპროპეტროვსკის რეგიონის მხარეს – მადლობა ღმერთს, დიდება ჩვენს მამაც შეიარაღებულ ძალებს! – ჩვენ უკვე 20-მდე დასახლება გავათავისუფლეთ სამ ტერიტორიულ თემში – ვისოკოპილსკა, ნოვოვორონცოვსკაია და კოჩუბეევსკაია”. – თქვა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ლაგუტას ინფორმაციით, სადაც ეს შესაძლებელია, „მშვიდობიანი ცხოვრება ბრუდება, უკრაინის სახელმწიფო ორგანოებმა მუშაობა გაანახლეს, იხდიან პენსიებს და ჰუმანიტარული შტაბი შეიქმნა”.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიზანი კიევის აღება, იქ ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ფორმირება და რუსეთისთვის მიერთებაა – უკრაინის გენერალური შტაბი
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მზაობა დაადასტურეს