უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ყირიმზე თავდასხმის დროს რუსეთის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი დაიღუპა

უკრაინის სამხედრო დაზვერვა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყირიმზე განხორციელებული თავდასხმის დროს რუსეთის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი დაიღუპა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა რუსეთის შესაძლო სერიოზულ დანაკარგებზე მოკლედ ისაუბრა.

„ასე ვთქვათ, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მანამდე უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი თავდასხმა განახორციელეს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ დაბომბვის შედეგად, შესაძლოა, დაშავებულიყო ან დაღუპულიყო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.

banner
წინა სტატიაშიგებრეისუსი – „კოვიდ-19“, გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები მატულობს, გააგრძელეთ ნიღბების გამოყენება, დარწმუნდით, რომ გაიარეთ ტესტირება და აცრები გაქვთ ჩატარებული
შემდეგი სტატიაერდოღანი ზელენსკის-მშვიდობის კარი უნდა გაიღოს, ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს