უკრაინის სახელმწიფო ტვ-ს დირექტორი ზურაბ ალასანია ტრანსლაციაზე უარს ამბობს

უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ურკაინის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანიის დირექტორი ზურაბ ალასანია უარს აცხადებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებაზე, თუ უკრაინის ნაკრები რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავა.
,,რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციასთან დაკავშირებით მე ორიენტაციას ქვეყანაზე ავიღებ… თუ ნაკრები გავა მსოფლიო ჩემპიონატზე და ქვეყანა გადაწყვეტს რომ ნაკრები რუსეთში უნდა წავიდეს. მე, როგორც არხის ხელმძღვანელი, საკუთარი სამსახურის დაკარგვის რისკადაც, ვამბობ: ჩვენ ამას აღარ ვუჩვენებთ. მე როდესაც ამის შესახებ ვეკითხები ფეხბურთის იერარქებს ისინი იმანჭებიან და ამბობენ: ღმერთმა ქნას უკრაინა ვერ მოხვდეს ჩემპიონატზე,, აცხადებს ალასანია.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, უკრაინული არხი UA: Первый, რომელსაც მაშინ ზურაბ ალასანია ხელმძღვანელობდა, ახალ ზელანდიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში უკრაინის ნაკრების მატჩები დაბლოკა, რადგან ამ ჩემპიონატის გენერალურ სპონსორად ფიფამ ,,გაზპრომი,, მოიწვია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სპეცსამსახურები CIA, FBI, NSA, DIA – რუსულ ,,კასპერსკიზე,, უარს ამბობენ
შემდეგი სტატიაიური ლუჟკოვი: ჩვენ სხვა დროს დაველოდებით და ეს დროც მოვა