უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო “რია ნოვოსტის” მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ მიაწოდა.

“უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვა მიხეილ სააკაშვილს 2021 წლამდე დაუწესდა”, – აღნიშნა ჩერნოლუცკიმ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე ამგვარ გადაწყვეტილებას არაკანონიერად მიიჩნევს და გაასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ეს “ოცნება” და ფაროსანა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს
შემდეგი სტატიასტუდენტების მიერ გადარჩენილი სიცოცხლე