უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

„მე მაქვს სიახლე. უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი განუცხადა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე“, – აღნიშნა ლუცენკომ.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ სააკაშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე – ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის საარჩევნო პროცესს უკავშირდება
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური – თიანეთი ქუცნაშვილის სამოურავოა