უკრაინის სახალხო დამცველი კიევში მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას შეხვდა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას შეხვდა.

შეხვედრაში მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეციც მონწილეობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში არ შემოუშვეს.

ლუდმილა დენისოვას წერს, რომ გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია, რომელიც უკვე 34-ე დღეა შიმშილობს და 20 კლიოგრამი აქვს დაკლებული. მისი თქმით, დედა შიშობს, რომ ხანგრძლივმა შიმშილობამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოწვიოს.

“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ რეაგირება მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და მისცეს მას სამედიცინო დაწესებულებაში პროფესიული სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა”, – წერს უკრაინის სახალხო დამცველი.

გარდა ამისა, უკრაინის სახალხო დამცველი მოუწოდებს უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მკაცრად დაგმონ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან და აიძულონ ისინი, რომ მესამე პრეზიდენტს სამედიცინო დახმარების მიღების უფლება აღუდგინონ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ბრავო
შემდეგი სტატიაგაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდნენ