უკრაინის სახალხო დამცველი: არის რაღაც, რასაც საქართველოს მთავრობა მალავს

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა გლდანის ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან და ციხის მთავარ ექიმთან შეხვედრაზე პასუხს 4 საათის განმავლობაში ელოდებოდა. როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული პასუხები ამ დრომდე არ მიუღია.

ამასთან, დენისოვა ამბობს, რომ ციხეში არშეშვებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილი არსებულ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის.

“მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელი კონსულის დახმარებით წერილი გამომიგზავნა. ციხეში მყოფი სხვა კრიმინალებისაგან მუდმივ ყვირილი და შეძახილები მესმის. ხელისუფლების მიერ დანიშნულ კონსილიუმის წევრებს ჩემთან არ უშვებენ. უკვე მესამედ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მომცეს. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, უკვე სამი დღეა პრაქტიკულად ვწევარ. წნევა ხან ძალიან დაბალ ნიშნულამდე, ხან კი რეკორდულ მაჩვენებლამდე იწევს. ორგანიზმში კალიუმის მაჩვენებელი 2.6-მდე დაეცა, რისი დარეგულირება მხოლოდ მედიკამენტის საშუალებით მოახერხეს. მოგვიანებით ამ ექიმის ჩემთან შემოსვლა აუკრძალეს და მეც მედიკამენტის მიღება შევწყვიტე. პალატაში როგორც საჭირო აპარატურა ასევე მედიკოსების გამოსაძახებლად ღილაკიც კი არ არის.

მიხეილ სააკაშვილის პირადად მონახულება ვერ შევძელი. აქედან გამომდინარ არსებული ვითარება შემიძლია შევაფასო, რომ არის რაღაც რასაც საქართველოს მთავრობა მალავს. კონსილიუმის წევრებს მასთან არ უშვებენ, რადგან ამტკიცებენ რომ კოლონიის საავადმყოფოში ყველა საჭირო ექიმი არის. დღეს სააკაშვილის პირად ექიმს და საქართველოს სახალხო დამცველს პირადად შევხვდები. ამასთანავე ციხის ხელმძღვანელობას და სამედიცინო განყოფილების მთავარ ექიმს ოფიციალური განცხადებით მივმართავ, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ციხეში ყოფნის, მისი უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაცია მომაწოდონ. ამასთანავე მოვითხოვ მის სამედიცინო ანკეტას, მკურნალობის კურსი და მის დასახმარებლად გაწეული ნებისმიერი სამედიცინო დახმარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას”, – თქვა ლუდმილა დენისოვამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: პრეზიდენტის ინსტიტუტის ანტისიმბოლო
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ