უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 18 დეკემბრის ღამეს საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული ხუთივე Shahed-ის დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას და ხმელნიცკის ოლქებში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აზარაშვილი: 2025 წლის ბოლოსთვის, საცხოვრებლით, საერთო ჯამში, 60 000 დევნილი ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ გამოწვევების ფონზე ქვეყანა სტაბილურად ვითარდება“