უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო ავრცელებს.

„18 ნოემბრის ღამეს, კიევის გარეუბანში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის ათეული დრონი გაანადგურა“, – წერს სერგეი პოპკო „ტელეგრამის“ არხზე.

მსხვერპლის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა და აშშ თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ
შემდეგი სტატიაერდოღანი ბერლინში ოლაფ შოლცს შეხვდა