უკრაინის გენშტაბის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 32 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 25 გაანადგურა.
“რუსმა ოკუპანტებმა თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესი ნაწილი კიევის რეგიონისკენ მიმართეს,” – ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.
მათივე თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში მტერთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.