უკრაინის საჰაერო ძალებმა კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი და 12 “შაჰიდი” ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი (“სუ-24”), 12 “შაჰიდის” ტიპის დრონი და ერთი Kh-59 ტიპის რაკეტა გაანადგურეს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას 14 “შაჰიდითა” და რაკეტებით შეუტიეს.

შეგახსენებთ. რომ 17 თებერვალს, აღმოსავლეთის მიმართულებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს – ორი “სუ-34” და ერთი “სუ-35.”

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი ივანიშვილზე-გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება