უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით რუსების მიერ გაშვებული 17-ვე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 17 “შაჰიდის” ტიპის დრონი გაუშვეს. როგორც უწყება ამბობს, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა მათგანი გაანადგურეს.

“ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას. თავდასხმისას მათ “შაჰიდის” ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა მათგანი გაანადგურეს,”- ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.

მათივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულ საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის 57 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“მტერმა, საერთო ჯამში, 10 სარაკეტო და 88 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ასევე, უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 71-ჯერ შეუტია…

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაევის ოლქების 100-ზე მეტი დასახლება არტილერიით დაბომბეს,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიგელათის ისტორიული ტაძრის დაზიანებული უნიკალური ფრესკების ფოტომასალა (ფოტოები)
შემდეგი სტატია„ბლუმბერგი“ – ჩინეთმა რუსეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერა