უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. „უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ნაწილებმა Shahed-ის ტიპის დრონები ხმელნიცკის, ჟიტომირის, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში გაანადგურეს“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 4 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

ასევე, რუსებმა დონეცკის ოლქს სამი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს.

banner
წინა სტატიაშიბლინკენი – ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში, როდესაც აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ, რაც სჭირდებათ, რათა თავი დაიცვან
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა მარტის თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინა