უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული89 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან ყველა ჩამოაგდეს. ასევე, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული მართვადი საჰაერო რაკეტა Kh-59 გაანადგურა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მთავარი მიმართულება კიევის რეგიონი იყო.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.