უკრაინის საჰაერო ძალები – ღამით რუსების მიერ გაშვებული 27 “შაჰიდიდან” 22 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოთხშაბათს ღამით რუსეთის არმიის მიერ გაშვებული 27 “შაჰიდის” დრონიდან 22 ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, სუმის და პოლტავას რეგიონებში.

რაც შეეხება რუსეთს, ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ ოთხშაბათს ღამით 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს – ორი ბელგოროდის ოლქში, ორი კურსკის, ერთი კი ვორონეჟის ოლქის თავზე.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7939 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაკანონის მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები – ჰერჩინსკი