უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, 16 ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კიევში მუშაობა უკვე განაახლა

კიევში კვლავ მუშაობს 16 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება კიევში მომუშავე საელჩოების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაც არის.

„ყოველდღიურად სხვა ქვეყნების სულ უფრო მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა ანახლებს მუშაობას კიევში. ეს არის იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მსოფლიოს მხარს უჭერს და სჯერა უკრაინის. დღეს დედაქალაქში კვლავ მუშაობენ 16 დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატები – ევროკავშირის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, სლოვენიის, ვატიკანის, მოლდოვის, საქართველოსი, ირანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის. მადლობა ჩვენს მეგობრებს მხარდაჭერისთვის!“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი კიევში ვიზიტს არ გეგმავს
შემდეგი სტატიაიაპონია უკრაინას ქიმიური იარაღისგან დასაცავად კოსტიუმებს გადასცემს