უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გენოციდთან დაკავშირებით მაკრონის პოზიცია გულდასაწყვეტია

კიევი იმედგაცრუებულია გენოციდთან დაკავშირებით მაკრონის პოზიციით და სიტყვებით მოძმე ერის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონის სურვილის უქონლობა უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ, გულდასაწყვეტია.

„რუსეთის ხელმძღვანელობის გულწრფელი განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სურვილის უქონლობა უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ, გულდასაწყვეტია“, – აღნიშნა ოლეგ ნიკოლენკომ.

პრესმდივნის თქმით, უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ახლოს არიან ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ორი „მოძმე“ ხალხის, რუსეთისა და უკრაინის შესახებ მითის ნგრევა დაიწყო ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში განხორციელებული აგრესიის შემდეგ.

მისი განცხადებით, 2014 წელს რუსი „ძმები“ ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად მივიდნენ, მაგრამ რვა წელიწადში 14 ათასი უკრაინელი მოკლეს, ხოლო ეს მითი საბოლოოდ დაიმსხვრა თებერვალში, როდესაც პირველი რუსული რაკეტები უკრაინის ქალაქებისკენ გაუშვეს.

„მოძმე“ ერები არ კლავენ ბავშვებს, არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებენ ქალებს, არ ასახიჩრებენ მოხუცებს და არ ანგრევენ სხვა „მოძმე“ ერების სახლებს. ყველაზე სასტიკი მტრებიც კი არ მიმართავენ სიმხეცეს დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.

banner
წინა სტატიაშიდეპარტამენტის ანგარიში დაბალანსებულია, მასში გამოთქმულია შეფასებები, რომელიც ასახავს, რა პროგრესი ჰქონდა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით – თალაკვაძე
შემდეგი სტატიაუკრაინელ კოლეგასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე, შევთანხმდით, რომ ბევრი გაუგებრობის მოგვარება და გარკვევა შეიძლება ერთმანეთთან კომუნიკაციით – პაპუაშვილი