უკრაინის საგარეო უწყება – საქართველოს ელჩსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნიკოლაი ტოჩიცკისთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.

„საქართველოს ელჩმა, დეტალურად წარმოადგინა ინფორმაცია მისი გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ნიკოლაი ტოჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა წარმოადგენს უკრაინის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს“ , – აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ ნოტასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს საგარეო უწყებას გადაეცა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე მას დადებითად განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – ვინც უკანონოდ აკავებთ აქტივისტებს, რადგან გეშინიათ მათი, ყველას ხელებზეა სისხლი და უსინდისობა, ყველას სახელები და გვარები იქნება ონლაინ გამოქვეყნებული
შემდეგი სტატიაარამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება – Amnesty International მიხეილ სააკაშვილზე