უკრაინის საგარეო უწყება – ევროკავშირის საბჭო საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს ვიზალიბერალიზაციას 11 ოქტომბერს განიხილავს

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთა საბჭო საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს 11 ოქტომბერს განიხილავს. ამის შესახებ «РБК-უკრაინას” ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპული ინტეგრაციის საკითხებში ელენა ზერკალმა განაცხადა.

“სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოს სხდომაზე უნდა იყოს განხილული. ჩვენ საქართველოსა და კოსოვოს გუნდში ვიქნებით წარმოდგენილი. საბჭო 11 ოქტომბერს უნდა შეიკრიბოს”, – განაცხადა ზერკალმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინასა და საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ტექნიკური საკითხი დღის წესრიგში არ დგას. როგორც ელენა ზერკალმა აღნიშნა, ამჟამად ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო მსჯელობენ, თუ ვის ექნება უვიზო რეჟიმის შეჩერების უფლება. მინისტრის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ორ ინსტიტუტს შორის უთანხმოებაა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: “ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებსა და პირველკურსელებს”
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: სასწავლო პროცესის დაწყებას ისე ვხვდებით, პირველ კლასში დაბრუნება მოგინდებათ