უკრაინის საგარეო უწყება არ აწარმოებს მოლაპარაკებებს სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით

უკრაინის მიერ წარმოებულ საერთაშორისო პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაადგილება არ არის პრიორიტეტული საკითხი. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი მაკეევმა.


” საგარეო საქმეთა სამინისტრო სისტემატურად ხვდება უცხოელ კოლეგებს და მინდა დაგარწმუნით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ნამდვილად არ არის ერთი, კონკრეტულად აღებული, მოქალაქის გადაადგილება. შესაბამისად, ასეთი სახის მოლაპარაკებებს ჩვენ არ ვაწარმოებთ, მითუმეტეს რომ ვინ უწყის სად შეიძლება ხვალ ეს მოქალაქე (რედ. სააკაშვილი) აღმოჩნდეს”, – განაცხადა მაკეევმა უკრაინული არხის (ZIK) ეთერში.
მისი თქმით, ამავე დროს სააკაშვილის განცხადებები ძირს უთხრის უკრაინის იმიჯს საერთაშორისო არენაზე.

banner
წინა სტატიაშიSIS-ი ირანს ემუქრება
შემდეგი სტატიაახალი ბრიტანული კონოკომედია – ,,სტალინის სიკვდილი,, (ვიდეო)