უკრაინის საგარეო უწყება ამერიკელი დიპლომატების ოჯახების გაყვანაზე – ასეთი ნაბიჯი ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ ნაადრევია.

„მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ უცხო ქვეყნების უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცულობა, მიგვაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯი ნაადრევია და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია,“ – წერს ნიკოლენკო „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშიჟოზეფ ბორელი – ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს
შემდეგი სტატია„სტრატეგია აღმაშენებელი“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს