უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

უკრაინა გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს,-ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის ორი კანდიდატი, ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ე.წ. ოპოზიციის კანდიდატი ადგურ არძინბა.

banner
წინა სტატიაშირუტემ აღნიშნა, თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ორჯერ ესაუბრა
შემდეგი სტატიაპოროშენკო: ვიმედოვნებთ, რომ ევროპა მოგვაწვდის იარაღს, დაფინანსებას და გაზრდის ინვესტიციებს თავდაცვის ინდუსტრიაში