უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოსკოვში ვიქტორ ორბანის ვიზიტი კიევთან შეთანხმების გარეშე მოხდა, პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“ ურყევია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში აღინიშნა, რომ ვიზიტი უკრაინასთან შეთანხმებისა და კოორდინაციის გარეშე განხორციელდა.

„ჩვენი სახელმწიფოსთვის პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, ურყევი რჩება და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მკაცრად დაიცვას იგი“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ შვეიცარიაში გამართულმა მშვიდობის პირველმა გლობალურმა სამიტმა, რომელშიც უნგრეთმაც მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ ასზე მეტი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია მშვიდობის ხედვას იზიარებს, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ს ქარტიის პატივისცემაზე.

ვიქტორ ორბანი მოსკოვში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა.

banner
წინა სტატიაშიმდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის გამო ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა – ამიერიდან გყავთ დოქტრინით დაუტვირთავი მთავრობა, რომელიც ხელმძღვანელობს გადაწყვეტილებით, ემსახუროს თქვენს ინტერესებს