უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, 2019 წლის 25 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 25, 2019 15:46

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, 2019 წლის 25 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

მნიშვნელოვანი

  • უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, 2019 წლის 25 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

სხვა სტატიები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, 2019 წლის 25 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ.

„უკრაინა არ აღიარებს აღნიშნულ ყალბ („ფეიკ“) „არჩევნებს“ და განიხილავს მათ, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, მოახდინოს პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში.

უკრაინა უცვლელად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის, საქართველო და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემისკენ და განუხრელი შესრულებისკენ, აგრეთვე ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს იმართება. როგორც საოკუპაციო რეჟიმი იუწყება, „პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის და მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა“. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მოწყობილია „35 საარჩევნო ოლქი და 152 უბანი“.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 25, 2019 15:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics