27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ზელენსკის წინადადებაზე პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ უარის თქმით, პუტინმა ხელიდან გაუშვა შანსი

არანაირი კარგი ამბავი რუსებისთვის. პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებაზე პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ უარის თქმით, პუტინმა ხელიდან გაუშვა შანსი, თავი დაეღწია თავისი წარუმატებელი ომისთვის. რუსეთისთვის სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება,- წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ადრეი სიბიგა სოციალურ ქსელში და პუტინის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, დანაკარგები ბრძოლის ველზე კვლავ გაიზრდება. მარცხი სულ უფრო დამამცირებელი გახდება.

,,ეკონომიკა უფრო ღრმად ჩაიძირება რეცესიაში. მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგება, გადასახადები გაიზრდება, ინფლაცია კი ყველაზე მოწყვლად ფენებს დაარტყამს. რუსეთში უკვე აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილები, რომლებიც შეიძლება დაცული იყოს უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი „სანქციებისგან“ (დარტყმები). თუმცა, მათი ინტენსივობა კვლავ გაგრძელებს ზრდას. საერთაშორისო ზეწოლა არ შესუსტდება. ის მხოლოდ გაძლიერდება – მათ შორის, გაყინული აქტივების გამოყენებით, მოგზაურობის აკრძალვებითა და ჩადენილ დანაშაულებზე გარდაუვალი პასუხისმგებლობით.

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კრემლში მყოფ ფანატიკოსს ნებისმიერ ფასად სურს ხელისუფლების შენარჩუნება და მზად არის, საკუთარი ქვეყნის მომავალი შესწიროს და მილიონობით ადამიანი დახოცოს თავისი გიჟური ილუზიების გამო.
ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მას არ სურს მარტივი ჭეშმარიტების აღიარება: ის ვერასოდეს მიაღწევს თავის მიზნებს ბრძოლის ველზე და სჯობს უარი თქვას თავის ილუზორულ იმედებზე უკრაინის სწრაფი კოლაფსის, პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის შესუსტებისა თუ რუსეთზე ზეწოლის შემცირების შესახებ.

რუსეთს მაინც მოუწევს დიპლომატიური გადაწყვეტილების მიღება, თუმცა პირობები გაცილებით უარესი იქნება. პუტინის მიერ მშვიდობაზე უარის თქმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლისა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გაძლიერება”,-წერს ადრეი სიბიგა.

2 დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა და შეხვედრისკენ მოუწოდა. საპასუხოდ კი პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრის აზრს ვერ ხედავდა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ირაკლი ღარიბაშვილი სალანძღავი სიტყვა ვერ იქნება
შემდეგი სტატიაშსს: გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია