ზელენსკი მზადაა პუტინთან ყველაზე რთული საკითხები განიხილოს, მათ შორის ტერიტორიულიც,– ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ გამოცემა Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ შეხვედრის ადგილი კიევისთვის პრინციპული არ არის, თუ ეს არ იქნება მოსკოვი ან ბელარუსი. მინისტრის თქმით, სწორედ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას შეუძლია „მოლაპარაკებებს ახალი ხარისხი მოჰყვეს“.
















