33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს

უკრაინასა და პოლონეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირება უკიდურესად მწვავდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ პოლონეთს მისგან მიღებულ მაღალ სახელმწიფო ჯილდოს — „ვარსკვლავიან კომანდორის ჯვარს“ უახლოეს პერიოდში დაუბრუნებს. ეს გადაწყვეტილება კიევმა მას შემდეგ მიიღო, რაც პოლონეთის ახალმა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ქვეყნის უმაღლესი ჯილდოს, „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის განკარგულება გასცა.

ვარშავის ამ ნაბიჯის მიზეზი უკრაინული ბატალიონისთვის „УПА-ს გმირების“ სახელის მინიჭება გახდა, რაც პოლონეთისთვის მტკივნეულ ისტორიულ ტრავმებს უკავშირდება.

სიბიგას  თქმით, საქმე არა ორდენებში, არამედ დამოკიდებულებშია და უკრაინა ყოველთვის ურთიერთპატივისცემის მიდგომას უჭერს მხარს, თუნდაც რთულ და პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.

„ეს გულისხმობს, რომ პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს მაშინაც კი, როცა მათ არ ვეთანხმებით. როგორც ამბობენ, „ვეთანხმებით, რომ არ დავეთანხმოთ“. ჩვენ არასოდეს გვსურდა ეს კონფლიქტი. პირიქით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით უთანხმოებების მოგვარებაზე, ისტორიული საკითხების დეპოლიტიზაციაზე, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის განბლოკვაზე, პოლონური მხარის მოთხოვნით საძიებო-ექსჰუმაციური სამუშაოებისა და გადამარხვის პროცესების აღდგენაზე, ასევე ისტორიკოსთა კონგრესის საქმიანობის განახლებაზე. ამ გზაზე ბევრს მივაღწიეთ. ამჟამადაც მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები ჰუტა-პენიაცკაში, რომლის ჩატარებაც პოლონურმა მხარემ ითხოვა”, – აღნიშნა სიბიგამ.

მისი მტკიცებით, ამ ყველაფრის ფონზე არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება კონტრპროდუქტიულია და ეს არც უკრაინელებს სჭირდებათ და არც პოლონელებს.

banner
წინა სტატიაში“ნახავთ, როგორ დაეცემა ნავთობის ფასი”- ტრამპი ირანთან გაფორმებული შეთანხმების დეტალებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიამექსიკაში მაიას კულტურის აქამდე უცნობი ნანგრევები აღმოაჩინეს