უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ხურვალეთში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ხურვალეთში ჩავიდა. პავლო კლიმკინი გაესაუბრა დათა ვანიშვილს, რომლის სახლი და ეზო მავთულხლართებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ მოაქცია.

82 წლის დათა ვანიშვილმა, 2010 წლის შემდეგ პირველად, მავთულხლართების გადმოლახვა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მოახერხა. პრეზიდენტმა მას სამოქალაქო თვითშეგნების გამოვლენისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

“იგივე ემოციები დამეუფლა, რასაც ჩემს ქვეყანაში განვიცდი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში ისვრიან, ადამიანები იღუპებიან. ერთნაირი ღირებულებები და მიზნები გვაქვს და საერთო პრობლემა გვაქვს – რუსეთი. ერთად უნდა ვიბრძოლოთ”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ფლორიდის შტატის მოსამართლეს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფება