21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: 2008 წლის აგრესიამ და ქართული მიწების ოკუპაციამ, ისევე როგორც უწყვეტმა მცოცავმა ანექსიამ, პირდაპირ გაუკაფა გზა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ

18 წლის წინ რუსული ძალები სასტიკად შემოიჭრნენ სუვერენულ საქართველოში, რითაც დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი მოსკოვის იმპერიალისტური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვა ერებისა და ხალხების დამორჩილებას ისახავს მიზნად,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს.

,,2008 წლის აგრესიამ და ქართული მიწების ოკუპაციამ, ისევე როგორც უწყვეტმა მცოცავმა ანექსიამ, პირდაპირ გაუკაფა გზა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც „რუსულ სამყაროს“, რომელსაც ყველგან, სადაც კი მიდის, მხოლოდ ნგრევა, სიღარიბე და ადამიანის უფლებების შელახვა მოაქვს.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გაზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, გაატაროს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს რუსული დანაშაულებისთვის სრული პასუხისმგებლობის დაკისრება. ხანგრძლივი ევროპული მშვიდობა მოითხოვს რუსული ჯარების სრულ გაყვანას და საერთაშორისო სამართლის სრულ აღდგენას“,- წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა X-ზე.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის იმპერიის პროპაგანდისტული ტერმინებით ემუქრება მოქალაქეებს
შემდეგი სტატია„გახარია საქართველოსთვის“: ცინიკურია, რომ ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. „რუსოფობიის“ გამო სწუხან