13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს

უკრაინის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

“ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ყველას, ვინც იბრძოდა საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლისთვის. ეს მოვლენები განმსაზღვრელი გახდა საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის და სამუდამოდ აღიბეჭდება, როგორც თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლო”,_ აცხადებს საელჩო.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაზავის მიუხედავად, ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა