უკრაინის რეფორმების კომიტეტის ექსპერტი – ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია

ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, დახლოებით სამი დღის წინ შეკრიბა კოლექტივი განუცხადა, რომ მიემგზავრება საქართველოში, – ამის შესახებ უკრაინის რეფორმების კომიტეტის ექსპერტმა, გიორგი ცხაკაიამ განაცხადა.

„ჩემს ნაცნობებსა და მეგობრებს ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია დღეს დილას ბათუმში, შესაბამისად, დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილად საქართველოშია. ასევე დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში არ არის. მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ბედი წყდება საქართველოში, ამიტომ აუცილებლად ჩათვალა, რომ უნდა ყოფილიყო საქართველოში ამ დროს, ფაქტობრივად, მან თავისი სიცოცხლე და თავისუფლება დააყენა საფრთხის ქვეშ და წავიდა, რათა საქართველოში იყოს უკეთესი მომავალი, საქართველომ აირჩიოს ევროპული მომავალი და არ იმოძრაოს არასწორი გზით. მსგავსი პოლიტიკური ქმედება არის გმირობის ტოლფასი. მან აუხსნა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონული განვითარებისთვის თავის თანამშრომლებს, ვისთან ერთადაც ბოლო წელიწადი და რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, აკეთებდა რეფორმებს, ეს რეფორმები ჩაშვებულია, ნაწილმა თავის შედეგი გამოიტანა, ნაწილი კანონპროექტების მიღებულია, ნაწილზე გრძელდება მუშაობა და ძალიან დიდი სამუშაო კეთდება ამ კომიტეტის მეშვეობით და მრავალი კანონპროექტი იქნა მომზადებული“, – განაცხადა ცხაკაიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის რეგიონული ლიდერი, მისი იდეები და ის შემართება, რომელიც მან ჩამოიტანა უკრაინაში, არის მნიშვნელოვანი.

„რეფორმები, რომელიც დაწყებულია, ნამდვილად უნდა გაგრძელდეს და აუცილებლად წარმატებით უნდა მივიდეს ბოლომდე, რადგან ეს არის მნიშვნლოვანი უკრაინის განვითარებისთვის და უკრაინის განვითარება თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოსთვისაც. ჯერ არ არის რაიმე ინფორმაცია, რომ მან განცხადება გააკეთა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე. იდეები და ის დაწყებული საქმე, მისაყვანია ბოლომდე“, – განაცხადა ცხაკაიამ.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – სააკაშვილმა საწადელს მაინც მიაღწია, დღის წესრიგი თვითმმართველობის არჩევნებიდან მის სასარგებლოდ გადაიტანა
შემდეგი სტატია„არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფება სააკაშვილი, ჩვენი ამოცანა, რომ ამ არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს, არ იცვლება“ – გიგა ბოკერია