უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია

უკრაინის რამდენიმე რეგიონში, რუსების მხრიდან ბალისტიკური იარაღის საფრთხის გამო, საჰაერო განგაშია გამოცხადებული. დაფიქსირდა რაკეტების გაშვებაც. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებენ.

ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, განგაში 16:12 საათზე ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, პოლტავას, ხერსონის, მიკოლაივის, ჩერკასა და კიროვოგრადში გამოცხადდა. 16:35 საათზე კი განგაში ასევე გამოცხადდა კიევის ოლქში.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა საგაზაფხულო სამხედრო გაწვევების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა