უკრაინის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, კიევში საჰაერო განგაშია

უკრაინის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია Telegram არხზე ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ბალისტიკური იარაღის საფრთხეა კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაივის და ზაპოროჟიეს რეგიონებში.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტარციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინებუგოვმა განაცხადა, რომ რუსებმა ხარკოვი 4-ჯერ დაბომბეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შემდეგი სტატიარუმინეთის მთავრობა უკრაინისგან საექსპორტო კონტროლის ეფექტიანი ზომების სამოქმედო გეგმას ელოდება