უკრაინის რადას შენობასთან ღამე 200-ზე მეტმა ადამიანმა გაათენა

უკრაინის რადას შენობასთან და კიევის გრუშევსკის ქუჩაზე კვლავ კარვებია გაშლილი. აქ ღამე 200-ზე მეტი აქტივისტი იმყოფებოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. კარვებთან განთავსებულია საველე სამზარეულო, სადაც აქციის მონაწილეებისათვის საჭმელს ამზადებენ. მომიტინგეების ერთი ნაწილი ღამე გადასატან ღუმელთან თბებოდა.

გრუშევსკის ქუჩაზე, რამდენიმე ადგილას, პარლამენტის შესავლელებთან სამართალდამცავთა კორდონია და ბარიერებია დაყენებული. მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა, ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება თავისუფალია და კიეველები მარტივად მიდიან აქციის მონაწილეებთან.

banner
წინა სტატიაშიახალი გამგებლის/მერის არჩევისას სამსახურების ხელმძღვანელებს უფლებამოსილება ავტომატურად აღარ შეუწყდებათ – საკონსტიტუცის გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაყვარელში ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა