უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობას მიმართავს

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და წერს, რომ დამწუხრებული და იმედგაცრუებულია ამ გადაწყვეტილებით და ღიად ამბობს, რომ უარი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა:

“ძვირფასო, საყვარელო და მეგობრულო ქართველო ხალხო! დღეს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა და საქართველოს უარი უთხრა.
ძალიან დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს ხელისუფლების გამო, ქართული ელიტის პოზიციის გამო და არა ქართველი ხალხის გამო.
თქვენ დაამტკიცეთ, რომ უნდა იყოთ და იქნებით ევროპის თანამეგობრობის ნაწილი. თქვენ გააკეთეთ, აკეთებთ და აგრძელებთ ყველაფერს უკრაინის დასახმარებლად.
თქვენი მებრძოლები იბრძვიან უკრაინაში მხრებგაშლილები რუსეთის წინააღმდეგ, თქვენ სახლში ბევრი უკრაინელი შეიფარეთ, დადიხართ სოლიდარობის აქციებზე.
მაგრამ თქვენი მთავრობა რუსეთის მძევლად იქცა, პუტინის მძევლად, კრემლის მძევლად. და თქვენ გაქვთ ერთადერთი სწორი გზა:
აირჩიოთ მთავრობა, რომელიც არ იქნება რუსეთის მხარეს, აირჩიოთ მთავრობა, რომელიც დააბრუნებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, აირჩიოთ მთავრობა, რომელიც დაიცავს საქართველოს ინტერესებს და არა პირად ბიზნეს ინტერესებს.
და მე მჯერა, რომ თქვენ ამას გააკეთებთ. უკრაინა ყოველთვის თქვენთანაა,უკრაინა ყოველთვის დაგეხმარებათ, უკრაინა თქვენი დიდი ადვოკატია
დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!”-წერს გონჩარენკო.

banner
წინა სტატიაში“დეოლიგარქიზაციის” ვალდებულების შესრულება – რა წერია ევროკომისიის პირობებში
შემდეგი სტატიაკობახიძე: ევროკომისიის პირობებში დეოლიგარქიზაცია სააკაშვილს და კეზერაშვილს ეხება