უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპის პარლამენტის წევრებს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისთვის ყველა ღონე გამოიყენონ.
მიმართვის პროექტს მხარი დაუჭირა რადის 285-მა დეპუტატმა, – ამის შესახებ უკრაინის რადის სახალხო დეპუტატმა ჟელეზნიაკმა განაცხადა.
კერძოდ, უკრაინელი დეპუტატების მიმართვაში ნათქვამია:
მიეცეს უკრაინის სახალხო დამცველის წარმომადგენლობას მიხეილ; სააკაშვილთან კონტაქტის საშუალება.
ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მისი მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ეთხოვოს ევროპარლამენტარებს, რეკომენდაცია გაუწიონ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, რათა დაცული იქნეს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები.