უკრაინის რადამ შეცვალა რამდენიმე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნის თარიღი: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღინიშნოს, დეპუტატთა უმრავლესობის მიერაა მხარდაჭერილი – კანონპროექტს მხარი 241-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ ორი იყო.