უკრაინის რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთს აგრესორ ქვეყანას უწოდებს

უკრაინის პარლამენტმა პირველი კითხვით მიიღო პრეზიდენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი “არაკონტროლირებად დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის” შესახებ. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განსახილველად მიღებას მხარი დაუჭირა 233 პარლამენტარმა, ხმათა აუცილებელი მინიმუმი კი 226 იყო.
კანონპროექტის თანახმად, უკრაინა ფაქტიურად უარს ამბობს დონბასში “ანტიტერორისტულ ოპერაციაზე”, რუსეთს უწოდებს აგრესორ ქვეყანას, ხოლო დონეცკის და ლუგანსკის ოლქებს განიხილავს როგორც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს.
კანონპროექტი ცვლის საჯარისო ფორმირებების მმართველობის სტრუქტურას საომარი მოქმედებების ზონაში. “რუსული შეიარაღებული აგრესიის შესაკავებლად და წინააღმდეგობის გასაწევად”, პეტრო პოროშენკო ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოპერატიული შტაბის შექმნის იდეით გამოდის. როგორც ცნობილია, ამჟამად დონბასში ანტიტერორისტულ ოპერაციას ხელმძღვანელობს უკრაინის უშიშროების სამსახური.

banner
წინა სტატიაშიმექსიკაში ქალაქის მერი მოკლეს, რომლის სახელი სტალინი იყო
შემდეგი სტატიარუსეთის საზღვარზე რადარის კომპლექსის მშენებლობისთვის აშშ ესტონეთს $5 მილიონს გამოუყოფს