უკრაინის რადამ გენპროკურორის გადადგომას კენჭი უყარა

სჰოკიკიუკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის გადაყენებას კენჭი უყარა. შოკინის განთავისუფლების გადაწყვეტილებას 289 პარლამენტარმა მისცა ხმა.
გენერალური პროკურორი კორუფციასთან ბრძოლის კრახის გამო არა ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი.
თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ვიქტორ შოკინს მოუწოდა თანამდებობიდან გადამდგარიყო. რამდენიმე დღის შემდეგ კი სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განთავისუფლების შესახებ შოკინის წერილი შევიდა.
ორშაბათს კიევში მიტინგი გაიმართა – მოსახლეობა გენერალური პროკურორის გადაყენებას ითხოვდა.
შოკინი პროკურატურის ორგანოებში 1980 წლიდან მუშაობს. 2015 წელს კი ის უკრაინის გენერალურ პროკურორად აირჩიეს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ შოკინმა თავისი მოადგილე დავით საყვარელიზე გაანთავისუფლა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლისა და უწყების რეფორმირებაზე იყო პასუხისმგებელი. საყვარელიძის განთავისუფლების ბრძანებაში მითითებულია, რომ ეს გაკეთებულია სადამკვირვებლო უწყების სტრუქტურის უკრაინის შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებაში.

banner
წინა სტატიაში“თუ ვინმეს სურს, რომ მე რაღაც დამატებით ინტერესში დამადანაშაულოს, მარტივად რომ ვთქვა, უსინდისოა”
შემდეგი სტატიაუკრაინის პარტიები ახალ კოალიციას შექმნიან