11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

უკრაინის ქალაქ დნეპრში რუსეთის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

გასულ ღამეს, უკრაინის ქალაქ დნეპრში რუსეთის დარტყმის შედეგად ორი ადმაიანი დაიღუპა- ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ განჯამ განაცხადა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„დნეპრში მტრის უპილოტო საფრენი აპარატის მოხვედრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – ქალი და მამაკაცი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს“, – დაწერა მან.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, სრულად დაინგრა ერთი კერძო სახლი, კიდევ ორი კი დაზიანდა. ასევე დაზიანებულია მსუბუქი ავტომობილი. გარდა ამისა, როგორც განჟამ აღნიშნა, საღამოსა და ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს – გამოიყენეს არტილერია და FPV-დრონები.

„დარტყმები განხორციელდა რაიონულ ცენტრსა და მარგანეცის თემზე. დანგრეულია ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და ოთხი კერძო სახლი, დამხმარე ნაგებობა, კაფე, რამდენიმე მაღაზია და ავტომობილები. დაზიანებულია გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი“, – განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ზემო სვანეთში, მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიატრამპი – ირანი ჩვენთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს