უკრაინის ქალაქ ჩერკასში, ადგილობრივი საბჭოს წევრი მიხაილ ბინუსოვი მოკლეს

უკრაინის ქალაქ ჩერკასში, ადგილობრივი საბჭოს წევრი მიხაილ ბინუსოვი მოკლეს. 28 სექტემბერს, ღამით, ჩერკასის ერთ-ერთ ავტოსადგომზე ბინუსოვს უცნობმა პირებმა 20 ტყვია ესროლეს ავტომატიდან.

უკრაინული პრესის მიხედვით, მკვლელობამდე ბინუსოვმა ინტერვიუ ადგილობრივ ტელევიზიას მისცა და ტელევიზიიდან გამოსული ქალაქ ჩერკასის მერს ესაუბრა ტელეფონზე.

მკვლელობამდე სამი დღით ადრე კი მიხაილ ბინუსოვი საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა. სექტემბერში, ბინუსოვი, ჩერკასის მერიის კომუნალური სამსახურის უფროსად დანიშნეს და ამავე უწყებაში კორუფციასთან ბრძოლა დაავალეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა დეპუტატის მკვლელობა მის ბოლოდროინდელ საქმიანობას.

banner
წინა სტატიაშიDaily Star: მოსკოვი ემზადება ახალი მსოფლიო ომისთვის
შემდეგი სტატიაივანიშვილის კომპანია პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემას მოითხოვს